Georgian version English version
თავფურცელი მოსახლეობა და ტრადიციები სასტუმროები
მდებარეობა და კლიმატური პირობები ისტორიულ-კულტურული ძეგლები მარშრუტები
ფლორა და ფაუნა სერვისი კონტაქტები
 Untitled Document
მოსახლეობა და ადგილობრივი ტრადიციები

აჭარა საქართვeლოს ძირძველი ნაწილია. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ეთნიკურად, ენობრივად და ისტორიულად იგი ერთიან ქართულ სივრცეში მოიაზრება.
აჭარული ტრადიციები, ადათ-წესები, დიალექტი, ფოლკლორი, ხალხური თვითშემოქმედება და ამ კუთხის ყოფის მრავალი სხვა დეტალი, ერთიანი ქართული კულტურის მძლავრი შტოა. ამასთან ერთად, საქართველოს სხვა ისტორიული
პროვინციებისაგან აჭარას გარკეული სპეციფიურობა და ადგილობრივი თავისებურება განასხვავებს. ეს სპეციფიურობა გარკვეულწილად ოსმალთა მრავალსაუკუნოვანი ბატონობის დროს იძულების წესით გამაჰმადიანების პოლიტიკასაც უკავშირდება; აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საქართველოსთვის ტრადიციულ, მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაუბრუნდა.
აჭარის ზღვისპირეთი და მთისწინა ზოლის ტერიტორია, რომელიც ძირითადად მტირალას ეროვნული პარკის საზღვრებშია წარმოდგენილი, ისტორიული კოლხური კულტურის ერთ-ერთი დაწინაურებული მხარეა. უხსოვარი დროიდან აქ მცხოვრები ლითონჩამომსხმელები, მეთუნეები, მშენებლები, მიწათმოქმედები, მეთევზეები, კულტის მსახურები, მეფის მოხელენი და არისტოკრატია ქმნიდნენ კოლხური საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ სახეს. მათი საცხოვრისების იერსახე ყალიბდებოდა ბუნების უნიკალური მრავალფეროვნების პირობებში და სრულიად გამორჩეულ ისტორიულ ვითარებაში, რაც განსაზღვრავდა ამავე მოსახლეობის ცხოვრების წესსა და თვითმყოfადობას.
აჭარაში, ქობულეთ-ფიჭვნარის ტორფქვეშა ნამოსახლარზე, რომელიც ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლთა წრეს მიეკუთვნება, აღმოჩენილია ძვ. წ. IV ათასწლეულის მიწურულისა და III ათასწლეულის დასაწყისის, ტორფის ქვეშ dაკონსერვებული, მორებით ნაგები საცხოვრებელი სახლების ორი სახეობა: ჯარგვლური ტიპის, უშუალოდ მიწაზე მდგარი ნაგებობა და შედარებით უფრო გვიანდელი, ხიმინჯებზე შედგმული სახლები. შეინიშნება ხის ძელების დამაკავშირებელი სამშენებლო ჭდების გამოყენების ძირძველი ტექნოლოგია, რომელიც დასავლეთ საქართველოს და მათ შორის აჭარის ხუროთმოძღვრებას დღემდე შემორჩა. ეს დასახლება არსებითად მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაა-მდინარეების; ჩოლოქის, ოჩხამურისა და აჭყვას ქობულეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობზე გამოსვლის ადგილი.
ასევე უძველესია ფიჭვნარის სამაროვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნის ქვისწყობიანი სამარხი, როგორც ქვის ხუროთმოძღვრების უძველესი ნიმუში. ტრადიციული ხის xუროთმოძღვრების გვერდით ჩასახვას იწყებს ქვის არქიტექტურაც, ანტიკური და ელინისტური ხანის არქიტექტურის ზოგიერთი წეს-ნიშნის გამოყენებით, რაც კოლხთა და ბერძენთა უძველეს კულტურულ კავშირებზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ დასავლურ-ქართული საცხოვრებელი სახლები განსხვავდებიან ერთამანეთისაგან ხუროთმოძღვრული ნიშნებით: ფასადის, ინტერიერისა და ორნამენტის გაფორმებისა და შემკობის წესით. იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის საცხოვრებელ სახლებს, ფუნქციური მიზნების ერთიანობის მიუხედავად, გააჩნიათ განსხვავებული დეკორატიული დატვირთვა, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ
მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაზი ხუროთმოძღვრების სამშენებლო ხელოვნება. ისინი არ შემოიფარგლებოდნენ საქართველოს ტერიტორიით და რუსეთსა და ჩრდილო კავკასიაში გადადიოდნენ სამუშაოდ. აგებდნენ როგორც საკულტო ისე საცხოვრებელ სახლებს. მტირალას ეროვნული პარკის ირგვლიv (ძირითადად ჭოროხის, აჭარისწყლის, მაჭახელას
ხეობების სოფლებში) დღემდეა შემორჩენილი მათ მიერ მაღალი ხუროთმოძღვრული ოსტატობით ნაგები შენობები.
ლაზური ოდა-სახლი ორსართულიანია და ოთხკუთხედი ფორმის. პირველი სართული ორი ნაწილისაგან შედგება: ერთში სურსათ-სანოვაგეს ინახავდნენ და მარანი ჰქონდათ გამართული, მეორე ნაწილში სამეურნეო ხელსაწყოები ინახებოდა. მეორე სართული წარმოადგენდა საცხოვრებელს. სახლის კედლები ცულით გათლილი ფიცრებით იყო სამშენებლო ჭდის ძირძველი ტრადიციით შეკრული. ფიცრები წაბლის ან მუხის ხისაგან მზადდებოდა, რომლითაც ძალიან მდიდარია აქაური ტყეები. სამასალე ხე იჭრებოდა მთვარის კალენდარზე დაყრდნობით. ხეს სამშაბათს, შაბათს ან კვირას, სავსე მთვარეზე
მოჭრიდnენ, რათა გამძლე გამომდგარიყო. სახლის სახურავი სამი ფორმისა იყო; ორი, სამი ან ოთხფერდიანი. მშენებლობას კვირა დღეს იწყებდნენ და სახლის ბალავარში ლითონის ფულს, მარცვლეულს და საქონლის ბეწვს ჩაატანდნენ ბარაქისა და სიმდიდრის საწინდრად. მეორე სართული შედგებოდა 4-6 ოთახისაგან. ორნამენტირებული ბუხრიანი ოთახი, რომელიც ყველაზე დიდი იყო, განეკუთვნებოდა ოჯახის უფროსებს. აქ მიირთმევდნენ საკვებს, აქვე სწყვეტდნენ ოჯახის საჭირბოროტო საკითხებს. საპატიო ადგილი ეკავა სასტუმრო ოთახს, რომელიც ზომით შედარებით პატარა იყო და ცალკე
შესასვლელი ჰქონდა. გაწყობილი იყო განსაკუთრებულად ლამაზი ჩუქურთმებით. კოლხეთის ნოტიო ჰავისა და ნიადაგის პირობებში, ხიმინჯებზე შემდგარი ხის ოდა-სახლი საუკეთესო საცხოვრებელს წარმოადგენდა.
საქართველოს მუსიკალური ფოლკლორის საგანძურში შედის მრავალხმიანი აჭარული სიმღeრები: "აჭარული ნადური" და "შვიდკაცა", "აღმა ჩაყრილო ვენახო" და "აჭარული მაყრული". განსაკუთრებით აღსანიშნავია უნიკალური "ხასანბეგურა". სიმღერა შექმნილია მტირალას ეროვნული პარკის ახლომდებარე ულამაზეს კოლორიტულ სოფელ ქაქუთში.
ადათ-წესებისა და ყოფის სიძველე, გრაცია და პლასტიკა, სილაღე და მშვენიერება ნათლად გამოსჭივის აჭარულ საცეკვავო ფოლკლორში, რომლის საუკეთესო ნიმუშები დიდი ხანია დამკვიდრდა ქართულ ქორეოგრაფიაში. უძველესმა სარიტუალო ცეკვებმა - "ხორუმმა" და "განდაგანამ" მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ეს ცეკვები და სიმღერები ტრადიციულ სახალხო დღესასწაულებზე დღემდე შემორჩა აჭარაში.
ამ დღესასწაულებზე დასწრება და მათში მონაწილეობის მიღება მტირალას ეროვნული პარკის ახლომდებარე დასახლებებშიც შეიძლება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვისპირა სოფელ სარფში, აგვისტოს თვეში ტარდება განსაკუთრებული აზრითა და შინაარსით დატვირთული დღესასწაული -`კოლხობა~. ამ თეატრალიზებულ სანახაობას არგონავტების მიერ მეფე აიეტის ვაჟის, მედეას ძმის, აფსირტეს ვერაგულად მოკვლის და მისი გონიო-აფსაროსში დაკრძალვის ლეგენდა უდევს საფუძვლად.
მეორე დიდი დღესასწაული-`ტბელობა~, იმართება სექტემბრის ბოლოს, მაღალმთიანი აჭარის ულამაზეს სოფელ ხიხაძირში და ეძღვნება დიდ ქართველ მამულიშვილს, შუა საუკუნეების ცნობილ მწერალსა და მეცნიერ-ასტრონომს, ტბელ აბუსერიძეს. aseve გამორჩეული დღესასწაულია `შუამთობა~, რომელიც აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას მთიანი აჭარის ალპურ ზონაში იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა მთაზე. მაშტაბურობის გარდა, `შუამთობა~ იმითაც არის საინტერესო, რომ დღესასწაულს შენარჩუნებული აქვს არქაული ეპოქის მეცხოველეობასთან დაკავშირებული დეტალები და მდიდარი ეთნოგრაფიული პალიტრა.
საინტერესოა, რომ ამ დროს ქალები გვევლინებიან საკულტო მსახურებისა და მასთან დაკავშირებული ყველა რიტუალური წესების შემსრულებლად. სიმბოლურია ისიც, რომ დღესასწაულის დაწყების ნიშნად პატარა გოგონა ანთებს კოცონს, დამთავრებისას კი მას მცხოვანი ქალი აქრობს.
აჭარულ სუფრას, ზოგადად ქართული სამზარეულოს კერძების გარდა, ამშვენებს მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელი კერძები, რომლებიც ადგილობრივი მდიდარი ბუნებრივი პირობების,
მეურნეობრიობის ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისია. ჩინებული აჭარული კერძებია: სინორი, აჭარული გრეხილი ყველი, ყურუთი, ჩირბული, ბორანო, აჩმა, სახელგანთქმული აჭარული ხაჭაპური და სხვ. aჭარაში საკვებად ძირითადად ადგილობრივი მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მევენახეობის პროდუქტებს იყენებდნენ, მოგვიანებით სიმინდს. როგორც არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, აჭარის ტერიტორიაზე მიწათმოქმედებას უხსოვარი დროიდან მისდევდნენ. მტირალას ეროვნული პარკის მახლობელ სოფლებში: კვირიკეში, ხუცუბანში, ქაქუთში, ჭახათში ნაპოვნია ქვის სასოფლო სამეურნეო იარაღები. ისინი ჩვენს ერამდე 12-4,5 ათასს წელს მიეკუთვნებიან. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში და შემდგომ პერიოდში სოფლის მეურნეობის, კერძოდ მეღვინეობა-მევენახეობის აღმავლობაზე მეტყველებს მტირალას ერონული პარკის ტერიტორიული განფენილობის ზონაში და შიდა აჭარაში ნაპოვნი ღვინის ქვევრები და აბორიგენური ვაზის ჯიშების სიმრავლე. აქ დღემდეა შემონახული ღვინის საწური ქვის საწნახელები. ანტიკური დროიდან მოყოლებული, ღვინო ექსპორტის საგანი იყო და აჭარიდან საზღვარგარეთ გაჰქონდათ თაფლთან, ცვილთან, აბრეშუმთან და უიშვიათესი ჯიშების მერქანთან ერთად.
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა ხორბლეული კულტურების წარმოშობისა და განვითარების თვალსაზრისით. აჭარაში მოიპოვებოდა ხორბლის ენდემური ჯიშები-მახა და ზანდური. საინტერესოა, რომ მტირალას ეროვნულ პარკთან ახლოს, მაჭახელას ხეობაში დაფიქსირდა პურეულის სამკალი უძველესი იარაღის - `არტაშანის~ არსებობა, რომლის ანალოგები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვხვდება. ბოსტნეული და პარკოსანი კულტურები უძველესი ხანიდან დანერგილი იყო მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული მდინარეების: კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის ხეობებში.
მეცხოველეობა აჭარაში ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული დარგია. ყველა სოფელს ალპურ ზონაში გააჩნია თავისი ტერიტორია, სადაც 100-120 დღის განმავლობაში აძოვებენ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ერთდროულად ისვენებენ კიდეც. ჰაერი სუფთაა, ალპური მდელოს თვალწარმტაცი ლანდშაფტი და ლამაზად მოყვავილე მცენარეები, ცივი, ანკარა წყაროები და რძის პროდუქტების
მრავალფეროვნება ის რესურსებია, რომლებიც პერსპექტივაში ხელს შეუწყობen აქ ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის სრულფასოვან განვითარებას. ტრადიციულად, აჭარაში მეცხოველეობის ძირითადი
მიმართულებაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მეცხვარეობა, მეთხეობა და ბოცვერის მოშენება.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ბერძენმა ჯარისკაცებმა კოლხეთში, მათ შორის აჭარის ზღვისპირეთის იმ ზოლში, სადაც მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს, ნახეს ფუტკრის მრავალი სკა. ეს განპირობებული იყო და არის მრავალფეროვანი, ნექტრის მომცემი მცენარეების გავრცელებითა და რბილი ზამთარით. აჭარაში, გავრცელებულია ქართული, რუხი მთის ფუტკარი, რომელსაც მეცნიერთა აზრით, ხორთუმის სიგრძის მიხედვით არც ერთი ქვეყნის ფუტკარი არ შეედრება.
უძველესი ტრადიციული დარგი გახლდათ მეაბრეშუმეობა. მტირალას ეროვნული პარკისა და მეზობელ ხეობათა ტერიტორიაზე შესანიშნავად ხარობს თუთის ხე, რომლის ფოთლებითაც იკვებება
აბრეშუმის ჭია. ოჯახურ პირობებში იღებდნენ აბრეშუმის ძაფს და მისგან ქსოვდნენ ულამაზეს ქამრებს, ცხვირსახოცებს, პერანგებს და სხვ.
ხალხური რეწვის დარგებიდან გავრცელებულია სხვადასხვა ჯიშის მერქნისაგან საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება და, მათ შორის, დაწნული ჭურჭლისა: სხვადასხვა ფორმის კალათების, ცხრილების, გოდრებისა და გიდელებისა. ვახუშტი ბაგრატიონი მიუთითებდა აჭარის მცხოვრებთა შესანიშნავ ხელობაზე, როგორც ხის დამუშავების ოსტატებისა, რომლის ნათელი დადასტურებაა აქაური ხელოსნების მიერ გამოხარატებული, მშვენიერი ორნამენტებით შემკული აკვნები. აჭარაში დადასტურებულია საერთოდ ხის და მათ შორის `სიცოცხლის ხის~ თაყვანისცემა, რაც თვალნათლივ იკითხება ხის ნაკეთობებსა და ჩუქურთმებში. სიცოცხლის ხის მოტივში მთავარია ირმის, ცხენის, ფარშევანგის, მამლის, ჩიტის ფიგურები. ფართოდაა გავრცელებული ასევე ასტრალური სამყაროს სტილიზებული გამოსახულებანი: მზე, მთვარე, ვარსკლავები, მთა, წყალი, გზა, სხვადასხვა მითოლოგიური არსებები და ნიშნები, რომელთაგან უმთავრესია ჯვარი. სიცოცხლის ხის სიუჟეტი, ქართულ ხალხურ ორნამენტში მოიპოვება ისტორიულ ძეგლებზე, რომელთა ანალოგიები გამოძახილს პოულობen ხურიტულ და შუმერულ ძეგლებში. მიაჩნდათ რომ თვით ხე-ცის კიბეა, ცის განსახიერებაა.
ადამიანებმა უხსოვარი დროიდან გაითავისეს და დაიწყეს ამა თუ იმ ჯიშის ხის დადებითი ენერგიისა და სამკურნალო თვისებების გამოყენება. გამოარჩევდნენ მუხას, სოჭს, ძელქვას. ქართველებში დადასტურებულია, რომ მუხა წმინდა ხედ ითვლებოდა. აჭარაში წმინდა ხედ თვლიდნენ ასევე ნაძვს, ბზას, კვიპაროზს. ამ მცენარეთა გამოსახულებები ხშირად გვხვდება არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ უძველეს სარიტუალო და საყოფაცხოვრებო საგნებზe.


 
ვიდეო არტები
ფოტო გალერეა
ინტერაქტიული რუკა
ბმულები
 
 
პროექტი განხორციელდა ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. WWF ნორვეგიისა და WWF კავკასიის წარმომადგენლობის მიერ.
Copyright Mtiralanpa.Ge © 2008.
All rights reserved.
Designed By -
2DGroup.Net Design Studio